სიახლეები

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი 1921 წლის საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით გამოფენას „სიმართლე თებერვლის შესახებ“ მასპინძლობს.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა ცენტრის საგამოფენო დარბაზში 1921 წლის 25 თებერვლის შესახებ წარმოდგენილი გენერალ გიორგი კვინიტაძის, თამარ და აკაკი პაპავების, ნინო და კალისტრატე სალიების ემიგრანტულ არქივებში დაცული წერილები და მასალები დაათვალიერეს.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ოთხდღიანი პროექტი 1921 წლის საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით იმართება. პროექტი მიზნად ისახავს იუნკერთა, როგორც ახალგაზრდა სამხედრო მოღვაწეთა პოპულარიზაციასა და საქართველოს ახალ და თანამედროვე ისტორიას შორის კავშირების ჩვენებას.