ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში 1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნის პატივსაცემად სხვადასხვა ღონისძიება იმართება. დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში რეჟისორ სოსო ნემსაძის სპექტაკლი „კამანის გულწითელა თეთრი მტრედი“ ნახეს. მაყურებლის წინაშე, მსახიობებმა სცენაზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ამაღელვებელი თემა, ქართულ-აფხაზური დაპირისპირება გააცოცხლეს. სპექტაკლის სიუჟეტი უკვე ლეგენდად ქცეულ სოფელ კამანის დაპყრობაზეა.