სიახლეები

არჩილ ჩაჩხიანის ლექცია I და II კურსის იუნკერებისთვის

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გრძელდება 1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები.

ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, დღეს, სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის ომის თეორიისა და სამხედრო ხელოვნების კურსის უფროსმა ინსტრუქტორმა, თადარიგის პოლკოვნიკმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, ბატონმა არჩილ ჩაჩხიანმა ეროვნული თავდაცვის აკადემიის I და II  კურსის იუნკერებისთვის ლექცია წაიკითხა თემაზე: „იუნკერთა სამხედრო სკოლის იუნკერები“.

ლექციის მეორე ნახევარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა 1921 წლის თებერვლის მოვლენებთან დაკავშირებით მომავალი ოფიცრების კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.