სიახლეები

განცხადება

სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტექნიკურ მეცნიერებათა სკოლის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების შესახებ

 

სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტექნიკურ მეცნიერებათა სკოლის საბჭო 2011 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, 2012 წლის 3 იანვრიდან,აცხადებს არჩევნებს სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტექნიკურ მეცნიერებათა სკოლის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად.

 

კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებული დოკუმენტის ასლი;
  • ავტობიოგრაფია (CV);
  • სამოქმედო გეგმა.

 

კანდიდატთა დოკუმენტების მიიღება იწარმოებს 2012 წლის 3 თებერვლიდან 20 თებერვლის ჩათვლით,09:00 საათიდან 18:00 საათამდე, აკადემიის კანცელარიაში (მისამართი: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-5 კილომეტრი).

სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტექნიკურ მეცნიერებათა სკოლის საბჭოს სხდომა სკოლის დირექტორის არჩევნების თაობაზე ჩატარდება 2012 წლის 13 მარტს.