დღეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა შალვა ჯაბახიძემ, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ, კომენდანტმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ზეზვა ლიპარტელიანმა და აკადემიის იუნკერებმა თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე აღმართული ქვაჯვარი გვირგვინით შეამკეს და 1921 წელს დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა, დეკანოზმა დავითმა დაღუპული იუნკერების სულების მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა. ქვაჯვარი თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე მთავარანგელოზთა დასის სახელობის ტაძართან არის აღმართული. სტელაზე 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელი არმიის მიერ ტაძრის ჩრდილოეთის კედელთან დახვრეტილი 6 იუნკერისა და მაშინდელი დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრის სახელები და გვარებია ამოტვიფრული.