ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები 2017-2018 სასწავლო წელს საბაკალავრო პროგრამებზე მიღებასთან დაკავშირებული სარეკლამო კაპმანიის ფარგლებში, გაცნობით შეხვედრებს გამართავენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ამჯერად აკადემიის წარმომადგენლები დუშეთის რაიონსა და ქალაქ რუსთავში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივ აბიტურიენტებს შეხვდნენ და მათ აკადემიაში არსებული საგანმანათლებლო პროგრამები, მიღების პირობები და გაცვლითი პროგრამები გააცნეს. ახალგაზრდებმა ასევე მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.