სიახლეები

ინსტრუქტორებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ სამხედრო და სამოქალაქო ინსტრუქტორებისთვის ორგანიზებული ხუთ ეტაპიანი სემინარის „ეფექტური სწავლება“ დასკვნითი ფაზა გაიმართა.

აკადემიის რექტორმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა და სემინარის წარმატებით დასრულება მიულოცა.

აღნიშნული სემინარი მიზნად ისახავს სამხედრო და სამოქალაქო ინსტრუქტორების გადამზადებას, სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და ეფექტური შეფასების სისტემის დანერგვას.