დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში რიგით მესამე საერთაშორისო კვირეული ოფიციალურად გაიხსნა. კვირეულში მონაწილეობას აშშ-ს, გერმანიის, კანადის, ნორვეგიის, რუმინეთის, ესტონეთის, ლიტვის, ლატვიის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და სომხეთის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლების კადეტები, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტები და აკადემიის იუნკერები იღებენ.
ღონისძიება გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ და ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ გახსნეს.
კვირეულის ფარგლებში მონაწილეებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა სახის სამხედრო, აკადემიური და კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება.
საერთაშორისო კვირეული მიზნად ისახავს საზღვარგარეთის წამყვან უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებლთან თანამშრომლობის განმტკიცებას, ასევე სტუმრებისათვის ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და ზოგადად, საქართველოს გაცნობას.