დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის წევრებსა და აკადემიის ხელმძღვანელობას შორის გაცნობითი სახის შეხვედრა გაიმართა.
სტუმრებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, ვიცე-პოლკოვნიკი ზაზა ჯაფარიძე და კომენდანტი, ვიცე-პოლკოვნიკი ზეზვა ლიპარტელიანი შეხვდნენ.
აკადემიის რექტორმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის წევრებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის საქმიანობა, არსებული საგანმანათლებლო პროგრამები, სამხედრო და სამოქალაქო სკოლები გააცნო. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.