დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გაცნობითი ვიზიტით იმყოფებოდნენ ქალაქ დუშეთის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები.
საინფორმაციო შეხვედრაზე სასწავლო სამმართველოს უფროსმა, ქალბატონმა მარიამ დარბაიძემ მოსწავლეებს აკადემიაში არსებული საბაკალავრო პროგრამები, მიღების პირობები და იუნკერების დღის განრიგი გააცნო. ახალგაზრდებმა, ასევე მიიღეს ინფორმაცია გაცვლითი პროგრამების, დათხოვნისა და სტიპენდიის შესახებ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.