დღეს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში კამპანიის „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ ფარგლებში ფოტო გამოფენა გაიმართა, რომელში მონაწილეობა ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ მიიღო.
აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
შიდა ქართლის რეგიონში პროექტის პარტნიორსა და მხარდამჭერს „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი“ წარმოადგენს.