ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები, 2017-2018 სასწავლო წელს საბაკალავრო პროგრამებზე მიღებასთან დაკავშირებული სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, განაგრძობენ შეხვედრებს აბიტურიენტებთან.
ამჯერად აკადემიის წარმომადგენლები ონში, ამბროლაურში, ცაგერში, ლენტეხსა და მესტიაში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივ აბიტურიენტებს შეხვდნენ და მათ აკადემიაში არსებული საგანმანათლებლო პროგრამები, მიღების პირობები და გაცვლითი პროგრამები გააცნეს.
ახალგაზრდებმა ასევე მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.