დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მე-3 კურსის კადეტები.
სტუმრებს აკადემიის კომენდანტი, ვიცე-პოლკოვნიკი ზეზვა ლიპარტელიანი შეხვდა.
საინფორმაციო შეხვედრაზე კადეტები აკადემიაში არსებულ საბაკალავრო პროგრამებს, მიღების პირობებსა და იუნკერების დღის განრიგს გაეცნენ. მათ, ასევე მიიღეს ინფორმაცია გაცვლითი პროგრამების, დათხოვნისა და სტიპენდიის შესახებ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.