დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში იუნკერთა წახალისების ცერემონია გაიმართა.
იუნკერებს საპატიო სიგელები აკადემიის რექტორმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ, კომენდანტმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ზეზვა ლიპარტელიანმა, იუნკერთა ბატალიონის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ოთარ დოლიძემ და აკადემიის სერჟანტმა, მთავარმა სერჟანტმა გიორგი ბრეგვაძემ გადასცეს.
საპატიო სიგელები იუნკერებს საქართველოს შეიარაღებული ძალების მასშტაბით გამართულ მკლავჭიდის ჩემპიონატში მონაწილეობისთვის, ცეცხლსასროლი იარაღიდან ალტერნატიული საკვალიფიკაციო სროლის შეჯიბრსა და ფიზიკური ნორმატივების შესრულებაში საუკეთესო შედეგების ჩვენებისთვის გადაეცათ.
დღესვე, იუნკერთა ბატალიონის იუნკერებს ასევე გამოეცხადათ მადლობა უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების რიგით მე-7 საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობისთვის.