საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო საშტაბო კოლეჯის ხელმძღვანელებმა ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანამშრომლებს თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო პროგრამა წარუდგინეს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ვიცე-პოლკოვნიკი და მაიორის წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეებსა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის შესაბამისი ეშელონის სამოქალაქო პირებზე გათვლილის 2 წლიანი სასწავლო პროგრამის მიზანია მსმენელებს მისცეს თანამედროვე სამხედრო პროფესიული და უმაღლესი აკადემიური განათლება. განავითაროს მათი კომპეტენცია ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეზე, ასევე გააცნოს სტრატეგიული დონე, რათა მოამზადოს ისინი სახელმწიფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევებისათვის.
სამეთაურო საშტაბო კოლეჯის მეთაურმა ვიცე-პოლკოვნიკმა დავით ჩხეტიანმა უშიშროების საბჭოს აპარატის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა პროგრამის ძირითადი სასწავლო კურსების შესახებ.