სიახლეები

პოლკოვნიკ ზაზა ჩხაიძის ლექცია აკადემიის იუნკერებისთვის

დღეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ,  პოლკოვნიკმა ზაზა ჩხაიძემ ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა ბატალიონის III და IV კურსის იუნკერებისთვის ლექცია წაიკითხა.

პოლკოვნიკი ჩხაიძე იუნკერებს გენერალური შტაბისა და მისი სტრუქტურული ერთეულების ფუნქცია-მოვალეობების შესახებ ესაუბრა და მათ პირადი გამოცდილებაც გაუზიარა.

ლექციის ბოლოს, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ იუნკერების მიერ დასმულ კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.