სიახლეები

პროექტი ხაზზეა ნატო

ნატო-ს დღეების ფარგლებში, ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გამართულ ვიდეო-კონფერენციას დაესწრნენ.

ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ ახალი საფრთხეებისა და გამოწვევების საკითხებში ჯეიმი შეიმ და ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენელმა, ელჩმა ალექსანდრე მაისურაძემ ნატო-ს აღმოსავლეთითა და სამხრეთით არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრეს.

აღნიშნული კონფერენცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ახალი პროექტის „ხაზზეა ნატო“ ფარგლებში გაიმართა. პროექტი ნატო-ს შტაბ-ბინიდან ექსპერტებისა და მაღალი თანამდებობის პირების მიერ საინფორმაციო ცენტრში ყოველთვიურად ონლაინ-კონფერენციების გამართვას ითვალისწინებს.