სიახლეები

პოლკოვნიკ შავლეგო ტაბატაძის ლექცია აკადემიის იუნკერებისთვის

დღეს, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა ბატალიონის III და IV კურსის იუნკერებს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობისა და მისი სტრუქტურული ერთეულების შესახებ ესაუბრა.

პოლკოვნიკმა ტაბატაძემ მომავალ ოფიცრებს პირადი გამოცდილება გაუზიარა და მათ მიერ დასმულ შეკითხვებსაც ამომწურავი პასუხები გასცა.