სიახლეები

ლექცია ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხების შესახებ

დღეს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ბატონმა კახაბერ ქემოკლიძემ ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა ბატალიონის იუნკერებისთვის ლექცია წაიკითხა სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებზე.

ბატონი კახაბერი იუნკერებს საქართველოს უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებული ტერიტორიების გარშემო არსებული სიტუაციის შესახებ ესაუბრა.

ლექციის ბოლოს, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ იუნკერების მიერ დასმულ კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.