დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ თავისუფალი სტილით მოჭიდავეები 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ევროპის ორგზის ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა აკადემიის იუნკერებს პირადი გამოცდილება გაუზიარეს და წარმატების მიღწევის გზებზე ისაუბრეს.
შეხვედრის ბოლოს, იუნკერებმა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში შესაძლებლობებიც გამოსცადეს.