სიახლეები

დებატები ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

ნატო-ს დღეების ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს მომავლის აკადემია“ მხარდაჭერითა და ჩართულობით ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები ორი დღის განმავლობაში დებატების წარმოების ხელოვნებას ეუფლებოდნენ.

დებატები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს სხვადასხვა თემას მოიცავდა.

აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს შეიარაღებული ძალების მომავალ ოფიცრებში დისკუსიის, მჭერმეტყველებისა და კრიტიკული ანალიზის უნარების განვითარებას.