სიახლეები

განათლების საერთაშორისო გამოფენა - თბილისი 2017

დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლება სასტუმრო Holiday Inn-ში გამართულ განათლების საერთაშორისო გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა.

გამოფენაზე აკადემია წარმოდგენილი იყო სპეციალური სტენდით, სადაც აბიტურიენტებს საშუალება ჰქონდათ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ აკადემიური და სამხედრო განათლების მიღების პერსპექტივების, არსებული საბაკალავრო, სამაგისტრო, გაცვლითი პროგრამების, სტიპენდიის, მიღების პირობებისა და აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ.

ყოველწლიურ გამოფენაში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის კერძო და სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები იღებენ.