სიახლეები

კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები სტუმრად აკადემიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მესამე  კურსის კადეტები.

საინფორმაციო შეხვედრაზე კადეტები აკადემიაში არსებულ საბაკალავრო პროგრამებს, მიღების პირობებსა და იუნკერების დღის განრიგს გაეცნენ. მათ, ასევე მიიღეს ინფორმაცია გაცვლითი პროგრამების, დათხოვნისა და სტიპენდიის შესახებ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კადეტებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.