სიახლეები

სამუშაო შეხვედრა სამხედრო ისტორიის კურიკულუმის თემატიკაზე

ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და ნატო-ს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამას (DEEP) შორის გაფორმებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის ინსტრუქტორებისთვის სამხედრო ისტორიის კურიკულუმის თემატიკაზე ოთხდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, აშშ-ს გაერთიანებული ძალების სამეთაურო კოლეჯის პროფესორმა ქის დიქსონმა აკადემიის ინსტრუქტორებს სამხედრო ისტორიის სწავლების სხვადასხვა მეთოდები გააცნო.

აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავს მხარეებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და აკადემიის ინსტრუქტორების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.