სიახლეები

სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელების საველე მეცადინეობა

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებს სოფელ უჯარმის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაუტარდათ საველე მეცადინეობა, თემაზე: „ვახტანგ გორგასლის სამხედრო ხელოვნება - უჯარმის ბრძოლის ტაქტიკური ანალიზი.“
მეცადინეობას სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის სამხედრო ხელოვნების ისტორიის კურსის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი ზურაბ მჭედლიშვილი ხელმძღვანელობდა. მეცადინეობას, სტუმრის სტატუსით, ასევე დაესწრო აშშ-ს გაერთიანებული შტაბის ომის კოლეჯის სამხედრო ხელოვნების ისტორიის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი ქის დიქსონი. 
საველე მეცადინეობაზე განხილულ იქნა ვახტანგ გორგასლის, როგორც სამხედრო რეფორმატორის მოღვაწეობა და უჯარმის ბრძოლა.