სიახლეები

იუნკერები გერმანიაში საერთაშორისო კვირეულზე

24 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით აკადემიის იუნკერთა ბატალიონის იუნკერებმა მონაწილეობა მიიღეს გერმანიის არმიის ოფიცერთა სკოლაში გამართულ რიგით 27-ე საერთაშორისო კვირეულში. კვირეულის ფარგლებში, მონაწილეებისთვის დაგეგმილი იყო სხვადასხვა სახის აკადემიური და კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება. კვირეულის მთავარ თემას ოფიცრის განვითარების საფეხურების განხილვა და აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.