სიახლეები

სტაჟირების პროგრამის მონაწილე სტუდენტები აკადემიაში

სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისა და „1+4“ პროგრამის მონაწილეთა საჯარო სამსახურში ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველო სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და საქართველოს გაეროს ასოციაციის მხარდაჭერით ამოქმედდა „1+4“ სტაჟირების საპილოტე პროგრამა, რომელიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს სტაჟირება გაიარონ ცალკეულ საჯარო უწყებებში და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლებით შემდგარი შესარჩევი კომისიის მიერ სტაჟირების გავლის მიზნით შეირჩა ხუთი აპლიკანტი, რომელიც მიმდინარე წლის 8 მაისიდან სამი თვის განმავლობაში სტაჟირებას გაივლის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში. 
დღეს, სტუდენტებს აკადემიის რექტორი, ვიცე-პოლკოვნიკი ზაზა ჯაფარიძე, ადმინისტრაციის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი კონსტანტინე პეტრიაშვილი და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები შეხვდნენ.