სიახლეები

აკადემიის იუნკერები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ესტუმრნენ

მეორე მსოფლიო ომში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, თადარიგის პოლკოვნიკი ირაკლი ყანდარელი მოინახულეს. 
თადარიგის პოლკოვნიკი მომავალ ოფიცრებს მეორე მსოფლიო ომში მიღებული გამოცდილების შესახებ ესაუბრა. 
ირაკლი ყანდარელი მეორე მსოფლიო ომში ხარკოვის 193-ე დივიზიაში იბრძოდა. ომის ვეტერანი 2008 წელს ქართველი ხალხის წინაშე არსებული დამსახურებისთვის და მეორე მსოფლიო ომში ვეტერანთა მოძრაობის განვითარების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის ღირსების ორდენით არის დაჯილდოებული. ირაკლი ყანდარელი არის 120 საბრძოლო მედლის მფლობელი, ღირსების ორი ორდენის კავალერი, საქართველოს, ჩეხეთის, უკრაინისა და სლოვაკეთის კულტურის დამსახურებული მუშაკი და საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის წევრი. 
მეორე მსოფლიო ომის დროს იგი იბრძოდა აფხაზეთის სასაზღვრო სოფლებში, მონაწილეობდა სოფელ ფსხუს განთავისუფლებაში, ირიცხებოდა თბილისის პირველი სამხედრო-ქვეითი სასწავლებლის პირად შემადგენლობაში, რომლებმაც წარმატებით მოიგერიეს მტრის რაზმი და მთლიანად განდევნეს აფხაზეთიდან.