სიახლეები

სამეთაურო-საშტაბო კურსის მსმენელები დელტაში

დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კურსის მსმენელები სტუმრად იმყოფებოდნენ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტა“-ში.
„დელტა“-ს წარმომადგენლებმა მსმენელებს ცენტრის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა ”დელტა”-ს მიერ დამზადებული ქართული მსუბუქი შეიარაღებისა და მძიმე საბრძოლო ტექნიკის ნიმუშები დაათვალიერეს და მათ ტაქტიკურ-ტექნიკურ მონაცემებსაც გაეცნენ.
საინფორმაციო შეხვედრა ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ს ორგანიზებით ჩატარდა.