სიახლეები

ლექცია სპეციალური ოპერაციების ძალების შესახებ

დღეს,  სპეციალური ოპერაციების  ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა დიმიტრი კიკნაძემ ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის იუნკერებისთვის ლექცია წაიკითხა სპეციალური ოპერაციების ძალების შესახებ.

პოლკოვნიკმა კიკნაძემ სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარების ისტორიის, სტრუქტურისა და სხვადასხვა ქვეყნის სპეციალური ქვედანაყოფების შესახებ ისაუბრა.

ლექციის მეორე ნახევარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუმარმა იუნკერების კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.