სიახლეები

დამოუკიდებლობის კვირეული

დღეს, დამოუკიდებლობის კვირეულის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის განათლების პოლიტიკის შემუშავების განყოფილების უფროსმა, ისტორიის დოქტორმა ბექა კობახიძემ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტმა დიმიტრი სილაქაძემ სასწავლო ბატალიონის მეორე და მესამე კურსის იუნკერებს საქართველოს დამოუკიდებლობაზე, შეიარაღებული ძალების როლსა და ქვეყნის განვითარების პერსპექტივებზე ესაუბრნენ.

კვირეულის ფარგლებში, აღნიშნულ თემებზე ლექციები ასევე გაიმართება თავისუფალ, შავი ზღვის საერთაშორისო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებში.

#დამოუკიდებლობის26წელი