დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი უმაღლესი სასწავლებლების რექტორებმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ და ბატონმა ირაკლი შარაბიძემ მოაწერეს.
მემორანდუმის თანახმად, ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და საზღვაო აკადემიას შორის გაიმართება ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციები და ლექცია-სემინარები. ასევე განხორციელდება სტუდენტთა და იუნკერთა ერთობლივი გასვლითი საველე სწავლებები აკადემიების სასწავლო ბაზებზე.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება მიზნად ისახავს საზღვაო აკადემიის სტუდენტებისა და აკადემიის იუნკერების მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში ხელშეწყობას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენასა და განვითარებას. ასევე პროფესორ-მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას.