სიახლეები

შვედეთის სამეფოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების ვიზიტი აკადემიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში შვედეთის სამეფოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებსა და აკადემიის ხელმძღვანელობას შორის გაცნობითი სახის შეხვედრა გაიმართა.

სტუმრებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, ვიცე-პოლკოვნიკი ზაზა ჯაფარიძე შეხვდა.

აკადემიის რექტორმა  შვედეთის სამეფოს შეიარაღებული ძალების  ატაშესა და მის თანმხლებ პირებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის საქმიანობა, არსებული საგანმანათლებლო პროგრამები, სამხედრო და სამოქალაქო სკოლები გააცნო. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.