სიახლეები

სერჟანტის როლი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში

დღეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძე ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის მესამე და მეოთხე კურსის იუნკერებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სერჟანტის როლზე ესაუბრა.

მთავარმა სერჟანტმა იუნკერებს სერჟანტების მოკლე ისტორია და სერჟანტთა კორპუსის დევიზიც გააცნო.