სიახლეები

სამეცნიერო კონფერენცია ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში დასრულდა ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია, სადაც მონაწილეობას ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელები, სასწავლო ბატალიონის იუნკერები, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები იღებდნენ.

კონფერენცია აკადემიის რექტორმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ გახსნა.

კონფერენციის მსვლელობისას განხილულ იქნა ჰიბრიდული ომები, საქართველოში არსებული დემოგრაფიული პრობლემები, ინფორმაციული ომები და გლობალიზაციის ასპექტები.

სამეცნიერო კონფერენცია მონაწილეებს საშუალებას აძლევს ერთმანეთს გაუზიარონ ინფორმაცია და იმსჯელონ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე აქტუალურ თემებთან დაკავშირებით. მსგავსი კონფერენციები ასევე ემსახურება უმაღლეს სასწავლებელებს შორის სასწავლო-სამეცნიერო კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებას.