სიახლეები

ლექცია საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოძღვრებისთვის

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოძღვრებისთვის ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ისტორიის შესახებ ლექცია წაიკითხა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ. გენერალური შტაბის უფროსი სამხედრო მოძღვრებს პირადი გამოცდილების საფუძველზე ავღანეთში არსებული სიტუაციის შესახებ ესაუბრა და მათ შეკითხვებსაც ამომწურავი პასუხები გასცა.