სიახლეები

ლექცია ნატო-სა და ევროკაშირის შესახებ

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გრძელდება საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოძღვრებისთვის სალექციო კურსი. დღეს, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ ლექცია წაიკითხეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბატონმა არჩილ ყარაულაშვილმა და საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ დირექტორის მოადგილემ, ბატონმა გიორგი ფარეშიშვილმა. სტუმრები სამხედრო მოძღვრებს ევროკავშირის მისიის მნიშვნელობის, მიღწევებისა და ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობის შესახებ ესაუბრნენ. ლექციის მსვლელობისას მათ ასევე განიხილეს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებული მითები და რეალობა. ლექციის დასრულების შემდეგ სტუმრებმა სამხედრო მოძღვრების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს.