დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კურსის მსმენელები სტუმრად იმყოფებოდნენ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში.
შეხვედრაზე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, ბატონი უილიამ ლაჰიუ მსმენელებს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობასა და ალიანსთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.
აღნიშნული შეხვედრა ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ორგანიზებით ჩატარდა.