სიახლეები

პოლონეთ-საქართველოს ისტორიკოსთა კომისიის წევრების ვიზიტი

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ პოლონეთ-საქართველოს ისტორიკოსთა კავშირის წევრები. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ბატონი ნუკრი გელაშვილი და აკადემიის რექტორი, პოლკოვნიკი ზაზა ჯაფარიძე შეხვდნენ. პოლონეთ-საქართველოს ისტორიკოსთა კომისიის წევრების მხარდაჭერით აკადემიის სასწავლო ბატალიონის იუნკერებისთვის ქართველი იუნკერის, ნიკოლოზ მათიკაშვილის წიგნის „იუნკერები და სხვები“ პრეზენტაცია და პოლონეთის არმიაში ქართველი ოფიცრების მოღვაწეობის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა. დღესვე, სტუმრებმა 1919-1921 წლებში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.