სიახლეები

საერთაშორისო შეჯიბრი პეინტბოლში

3 ივნისს ბათუმმა პეინტბოლში საერთაშორისო შეჯიბრს უმასპინძლა. აკადემიის პეინტბოლის გუნდმა „უკვდავები“ სამეტაპიან დაძაბულ შეჯიბრში წარმატებით მოახერხა ზღვისპირა ზოლის მოწინააღმდეგისგან გაწმენდა, ზოლის დაკავება და ჯავშანტექნიკასთან გამკლავება. ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებთან ერთად პეინტბოლის შეჯიბრში მონაწილეობა 4 ქვეყნის 100-მდე წარმომადგენელმა მიიღო. აღნიშნული შეჯიბრი 1944 წლის ივნისში ნორმანდიის სანაპიროზე მოკავშირეთა ჯარების გამარჯვებას ეძღვნებოდა.