სიახლეები

საჯარო სკოლების მოსწავლეები ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გაცნობითი ვიზიტით იმყოფებოდნენ ქალაქ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზრის საჯარო სკოლის მოსწავლეები. საინფორმაციო შეხვედრაზე ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ქალბატონმა მარიამ დარბაიძემ მოსწავლეებს აკადემიაში არსებული საბაკალავრო პროგრამები, მიღების პირობები და იუნკერების დღის განრიგი გააცნო. ახალგაზრდებმა, ასევე მიიღეს ინფორმაცია გაცვლითი პროგრამების, დათხოვნისა და სტიპენდიის შესახებ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.