სიახლეები

ლექცია სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებისთვის

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ბატონი შალვა ძებისაშვილი აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებს შეხვდა და მათ თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკის შესახებ ესაუბრა. ლექციის მსვლელობისას ბატონმა შალვამ უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ჭრილში ქვეყნის თავდაცვის პოლიტიკა მიმოიხილა.