სიახლეები

პოლკოვნიკ იოსებ ლოლაძის ლექცია აკადემიის იუნკერებისთვის

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალი, პოლკოვნიკი იოსებ ლოლაძე, დღეს, აკადემიის სასწავლო ბატალიონის იუნკერებს ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ისტორიის, სტრუქტურის, ფუნქცია-მოვალეობებისა და სარდლობის ამოცანების შესახებ ესაუბრა.

ლექციის მეორე ნახევარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სარდალმა მომავალი ოფიცრების კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.