სიახლეები

ლექცია სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ

დღეს, გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის  უფროსმა, პოლკოვნიკმა  დავით კარიაულმა ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის იუნკერებისთვის ლექცია წაიკითხა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შესახებ.

პოლკოვნიკი კარიაული მომავალ ოფიცრებს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის  განვითარების ისტორიის, სტრუქტურისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

ლექციის მეორე ნახევარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.