სიახლეები

სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელები ეროვნული უშიშროების საბჭოში

დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელები სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოში.
შეხვედრაზე პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, ბატონი დავით რაქვიაშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, ქალბატონი თეონა აქუბარდია და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, ბატონი ალექსი ბარბაქაძე მსმენელებს უშიშროების საბჭოს მისიის, სტრატეგიული მიზნების, ეროვნული უსაფრთხოებისა და არსებული გამოწვევების შესახებ ესაუბრნენ.
აღნიშნული შეხვედრა ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა.