სიახლეები

III კურსის საველე პრაქტიკული სწავლება

ოსიაურის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის მესამე კურსის საველე პრაქტიკული სწავლება.

ორკვირიანი საველე სწავლება მოიცავს სასწავლო გეგმით განსაზღვრულ პრაქტიკულ მეცადინეობებს შემუშავებული ოპერატიული ბრძანების მაკეტზე გაცემაში,  თავდაცვითი პოზიციების დაკავებასა და მომზადებაში, საინჟინრო საშუალებების გამოყენებით დასახლებულ რაიონზე შეტევის განხორციელებასა და დამცავით დანაღმული მავთულხლართიანი დაბრკოლებების გარღვევაში. არსებული სასწავლო გეგმის ფარგლებში, იუნკერებს პრაქტიკული მეცადინეობები ასევე ჩაუტარდათ საცეცხლე მომზადებაში.

საველე პრაქტიკული სწავლება მიზნად ისახავს იუნკერების მიერ ქვეითი ოცეულის ტაქტიკური დავალებების შესრულებას და მათ შეფასებას, როგორც ოცეულის, ასევე ათეულის მეთაურის რანგში.