დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გაცნობითი ვიზიტით იმყოფებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემიის წარმომადგენლების ჯგუფი.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებს აკადემიის რექტორი, პოლკოვნიკი ზაზა ჯაფარიძე და რექტორის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი ზეზვა ლიპარტელიანი შეხვდნენ. აკადემიის რექტორმა ამერიკელ კოლეგებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის საქმიანობა, არსებული საგანმანათლებლო პროგრამები, სამხედრო და სამოქალაქო სკოლები გააცნო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმარმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.