სიახლეები

აბიტურიენტთა მიღების პირობები და ვადები

სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში აბიტურიენტთა მიღების პირობები და ვადები
 
სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე მიიღებიან:
 
1.  სრული ზოგადი განათლების მქონე, 24 წლამდე აბიტურიენტები, რომლებიც 2012 წლის 6 თებერვლიდან 2012 წლის 23 მარტამდედარეგისტრირდებიან საქართველოს განათლების და მეცნიერებისა სამინისტროს ეროვნული გამოცდების ცენტრში (ელექტრონულად-აპლიკანტები რეგისტრირდებიან მხოლოდ ეროვნული გამოცდების ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge) აბიტურიენტებად და რეგისტრაციისას აირჩევენ ეროვნული თავდაცვის აკადემიის შემდეგ საგანმანათლებო პროგრამებს:
 
    1. სამხედრო ლოგისტიკა;
    2. საერთო-საჯარისო მართვა;
    3. სამხედრო კავშირგაბმულობა;
    4. საჰაერო თავდაცვის შეიარაღება და ტექნიკა;
    5. საარტილერიო საქმე;
    6. სამხედრო ავიაცია;
    7. სამხედრო ინჟინერია;
    8. ჯავშანსატანკო შეიარაღება და ტექნიკა.
 
2. აბიტურიენტები, რომლებიც გაივლიან სამედიცინო შემოწმებას - საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1996 წლის 24 დეკემბრის N360 ბრძანების შესაბამისი დებულების მიხედვით 2012 წლის 28 მაისიდან 2012 წლის 23 ივნისამდე.
 
3. აბიტურიენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ტესტირებას ფიზიკურ მომზადებაში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად 2012 წლის 28 მაისიდან 2012 წლის 23 ივნისამდე.
 
4. აბიტურიენტები, რომლებიც აკადემიაში კონკურსის გავლის შემდეგ (სამედიცინო შემოწმება და ტესტირება ფიზიკურ მომზადებაში) გაივლიან გასაუბრებას, 2012 წლის 25 ივნისიდან 2012 წლის 30 ივნისამდე, სადაც შეფასდება აბიტურიენტის მზადყოფნა და მოტივაცია შეეგუოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რეჟიმს და მისი დასრულების შემდეგ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადით იმსახუროს სამხედრო სამსახურში.
 
5. აბიტურიენტები რომლებიც წარმატებით გაივლიან ერთიან ეროვნულ გამოცდებს 2012 წლის 1 ივლისიდან 2012 წლის 30 ივლისის ჩათვლით(გამოცდები: I ქართული ენა და ლიტერატურა; II უცხოური ენა (არჩევით); III ზოგადი უნარები; IV ისტორია), შედეგების გამოცხადება 2012 წლის 5 სექტემბრამდე.
 
6. სააგიტაციო პერიოდი 2012 წლის 3 იანვრიდან 2012 წლის 24 მარტის ჩათვლით;
 
7. დაწყებითი საბრძოლო მომზადების კურსი 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2012 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით (5 კვირა).
 
8. აკადემიური სასწავლო პროცესის დაწყება 2012 წლის 29 ოქტომბერს.
 
9. საბუთების მიღება იწარმოებს 2012 წლის 28 მაისიდან შემდეგ მისამართზე: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-5 კილომეტრი.

 

საკონტაქტო ტელეფონი 2 30-52-85; 577 39-01-94