საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის, თავდაცვის სისტემის ანალიზის სამმართველოს უფროსის მოადგილე, ბატონი კახაბერ ესებუა აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებს შეხვდა.
ბატონი კახაბერი ოფიცრებს რუსეთის გეოპოლიტიკურ ამოცანებზე, შეიარაღებული ძალების რეფორმაზე, ყირიმის ანექსიის შემდეგ შავ ზღვაზე შეცვლილ ბალანსზე და რეგიონში ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ამჟამინდელ და ალტერნატიულ სტრატეგიებზე ესაუბრა.