სიახლეები

ლექცია სამედიცინო დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ

დღეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის  უფროსმა, პოლკოვნიკმა  მედეა ბათაშვილმა ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის იუნკერებისთვის ლექცია წაიკითხა სამედიცინო დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ.

პოლკოვნიკი ბათაშვილი იუნკერებს სამედიცინო დეპარტამენტის  მნიშვნელობის, სტრუქტურისა და ფუნქცია-მოვალეობების შესახებ ესაუბრა.

ლექციის მეორე ნახევარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუმარმა იუნკერების კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.